საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბ პატარაძე მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად გადაუგზავნის. შემდეგ კი პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.