დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლარის გაუფასურებაზე საუბრობს. მისი თქმით, ლარის დევალვაციისას აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციის განხილვაც:
”როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას, რადგან ფასები ლარში იგივეა, რაც იყო.
მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთი ლარი ერთი თურქული ლირის ტოლფასი იყო დაახლოებით. დღეს დოლართან მიმართებაში ერთი დოლარით დაახლოებით 3 ლირას იყიდი. იგივე მოხდა რეგონში, რადგანაც ყველგან ისე გაუფასურდა ვალუტა.
რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით. ქათამი, კვერცხი, კარტოფილი თუ წყალი, ეს ყველაფერი საქართველოში გაიყიდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში”