“ადრეა ამ ქვეყნისათვის ჯეჯელავასნაირი მინისტრები, ისევ დოყლაპია, პოსტაბჭოელი ჩინოვნიკებია მოთხოვნადი” – ასეთი კომენტარი გააკეთა „საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორმა არჩილ გამზარდიამ განათლების მინისტრზე. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებას საბჭოთა აზროვნების გამო თანამედროვედ მოაზროვნე განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიღება უჭირს.
„ადრეა ამ ქვეყნისათვის ჯეჯელავასნაირი მინისტრები, ისევ დოყლაპია, პოსტაბჭოელი ჩინოვნიკებია მოთხოვნადი, ტიპური საბჭოური მენტალობით, აზროვნებითა და მოთხოვნებით, სადაც სკოლას განიხილავენ მხოლოდ საგნითი ცოდნის გაცემის სივრცედ, რომელიც ამზადებს უნივერსიტეტისათვის რობოტებს. არანაირი სახელმწიფოებრიობა, არანაირი შემოქმედებითობა და არანაირი ზრუნვა ადამიანის დანიშნულებისა. ვერ გამოვდივართ განათლების სისტემის მიმართ მოთხოვნაში საბჭოთა კავშირიდან,“ – წერს გამზარდია.