დღეიდან შობის მარხვა დაიწყო. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.
მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.
იტვირთბა....