სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარი თავდასხმის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. BBC -ინფორმაციით, აფეთქება ვაბერის უბანში ბაზართან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.
აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე აღნიშნულ ადგილთან სომალის პრეზიდენტის კორტეჟმა ჩაიარა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ის აფეთქების სამიზნე.
ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხიმგებლობა არ აუღია.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაღმული მანქანა დისტანციურად ააფეთქეს.