პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებული შემაგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, პარალელურად პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა გამოსახლების პროცესის შეჩერება.