ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომელი სამინისტროები ხარჯავენ გეგმაზე მეტ თანხას

24 ნოემბრის მდგომარეობით, ოთხ სამინისტროს თავდაპირველ წლიურ საბიუჯეტო გეგმაზე მეტი აქვს დახარჯული. ესენია: თავდაცვის, ენერგეტიკის, კულტურის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, ოთხივე სამინისტრომ ერთად, გამოყოფილ თანხაზე 96 მლნ ლარით მეტი დახარჯა.

jan2

შრომის, ჯანმრთელობისს და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერ-ჯერობით თავდაპირველ წლიურ გეგმაზე მეტი არ დაუხარჯავს, გეგმის მიხედვით დასახარჯი დარჩა 26 მლნ ლარი. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურ თვიურ საშუალო ხარჯს თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნულ სამინისტროს მიმდინარე წლის დაფინანსება დაახლოებით 100 მლნ ლარით იქნება გასაზრდელი, ანუ პირვანდელ გეგმაზე 100 მლნ ლარით მეტს დახარჯავს. ხარჯების ზრდა ჯანდაცვის პროგრამებზე გეგმაზე მეტმა გაწეულმა ხარჯმა განაპირობა.

ზემოთ აღნიშნულ ოთხ სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში დაახლოებით 250 მლნ. ლარით მეტი დაჭირდებათ, ვიდრე თავდაპირველი გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული.

წყარო: Forbes

იტვირთბა....