დაახლოებით 80 000 ადამიანი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს, რადგანაც ძლიერი ხანძარი ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქ ხაიფას მოედო, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ხანძარი ორთვიან გვალვებს მოჰყვა და მის გაძლიერებას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქში მძლავრმა ქარმა შეუწყო ხელი. ცეცხლი ასევე საფრთხეს უქმნის იერუსალიმის და დასავლეთ სანაპიროს ახლოს მდებარე სახლებს.
ისრაელის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცეცხლის წაკიდების ეჭვები ისახება. პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი თავდასხმები გათანაბრებული იქნება „ტერორთან“.
„ხანძრის გაჩენის ნებისმიერი შემთხევა, რომელიც ცეცხლის წაკიდების ან წაკიდების წაქეზების შედეგად იყო გამოწვეული, ნებისმიერ შემთხევაში არის ტერორი და ჩვენ მას ამგვარად განვიხილავთ და მოვეპყრობით. ნებისმიერი, ვინც ცდილობს გადაწვას ისრაელის სახელმწიფოს ადგილები, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – დაამატა ნეთანიაჰუმ.