ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრის მოადგილე პრემიერმა მინისტრად წარადგინა: ვინ არის ზურაბ ალავიძე

 

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი, ზურაბ ალავიძე, რომელმაც ძველ კაბინეტში ნოდარ ჯავახიშვილი შეცვალა, პროფესიით ეკონომისტია. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს,  ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე მოადგილე იყო.

ზურაბ ალავიძე  1976 წელს დაიბადა. იცის რუსული და ინგლისური ენები.

1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მათემატიკური სკოლა-ინტერნატი;

1993-1998 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა,

2007-2009 წლებში  – გრენობილის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში და მინიჭებული აქვს ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

2008 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორია, 2009 წლიდან კი – ასისტენტ-პროფესორი.

ზურაბ ალავიძემ მუშაობა 1996 წელს დაიწყო, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მენეჯერად, 1997 წელს იმავე ბანკის მთავარი დილერი გახდა, 1998 წელს – სახაზინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1999 წელს კი ხაზინის დეპარტამენტის დირექტორი. პარალელურად, 2006  წლამდე ზურაბ  ალავიძე „ქართული საფონდო კომპანიის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა. 2005 წელს უკვე „ვი თი ბანკად“ წოდებული „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეც გახდა. 2008-2009 წლებში „ბესიკის ბიზნეს-ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2009 წლის სექტემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ზურაბ ალავიძემ  პირველი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის სექტემბერში შეავსო. ოჯახის წევრად მიუთითა დედა, 1950 წელს დაბადებული მარინა კვირიკაშვილი.

უძრავ-მოძრავ ქონება: ზურაბ ალავიძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი დაბა შეკვეთილში (500 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში და კომერციული ფართი წერეთლის გამზირზე (200 კვ. მ.); მარინა კვირიკაშვილს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა კოსტავას ქუჩაზე (220 კვ. მ.).

ავტომანქანები: ზურაბ ალავიძეს – 2009 წლის „ტოიოტა ქამრი“, მარინა კვირიკაშვილს – 2008 წლის „რენჯ როვერი“ ჰქონდათ მითითებული.

ზურაბ ალავიძეს ბანკებში სამი ვადიანი დეპოზიტი აქვს გახსნილი, რომლებზეც ერიცხება: 168 000 ლარი, 58 800 და კიდევ 58 800 ლარი (მიმდინარე ანგარიშებზე კი, სულ რაღაც, 500 და 105 ლარი). ქ-ნ კვირიკაშვილს ერთი ვადიანი დეპოზიტი აქვს გახსნილი (რომელზეც 168 000 ლარი ერიცხება), ერთიც – შემნახველი, რომელზეც 17 000 ლარი ერიცხება (მიმდინარე ანგარიშზე კი, სულ რაღაც, 1 150 ლარი აქვს).

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული, 18 000 აშშ დოლარი, მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ზურაბ ალავიძეს ჰქონდა.

ალავიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა: ის შპს „ბესიკის ბიზნესცენტრის“ დამფუძნებელია (წილის 25 პროცენტს ფლობს). შპს 2005 წელსაა დაარსებული და მან მეოთხედის წილის მფლობელ პარტნიორს დღემდე 228 896 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნ ალავიძეს დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა თავისი წლიური შემოსავალი (რომელიც 2008 წლის განმავლობაში მიიღო), მან ეს არ გააკეთა (მხოლოდ ხაზი გაავლო), სამაგიეროდ, მიუთითა, რომ ქ-ნმა კვირიკაშვილმა, როგორც მეორე სამშობიარო სახლის მიკროპედიატრმა, წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 9 290 ლარი აიღო.

რაც შეეხება 2010 წლის დეკლარაციას:

საბანკო ანგარიშები:

ზურაბ ალავიძე ,,ვი–თი–ბი ბანკი” დეპოზიტი 100000.00 USD

ზურაბ ალავიძე ,,თი–ბი–სი ბანკი” დეპოზიტი 35000.00 USD

ზურაბ ალავიძე ,,ვი–თი–ბი ბანკი” მიმდინარე 300.00 GEL

ზურაბ ალავიძე რესპუბლიკა ბანკი მიმდინარე 105.00 GEL

ზურაბ ალავიძე ,,ვი–თი–ბი ბანკი” დეპოზიტი 20000.00 USD

მარინა კვირიკაშვილი ,,ვი–თი–ბი ბანკი” დეპოზიტი 100000.00 USD

მარინა კვირიკაშვილი ,,ვი–თი–ბი ბანკი” მიმდინარე 300.00 USD

ნაღდი ფულადი თანხა, ზურაბ ალავიძე 5000.00 USD

მონაწილეობა  სამეწარმეო საქმეში: ზურაბ ალავიძე Sps “besikis biznes centri, დამფუძნებელი 25% 20/12/2005.

საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით

მიღებული შემოსავალი  (01/12/2008 – 01/09/2009)  72318.75 GEL

სამსახურეობრივი ანაზღაურება:

ზურაბ ალავიძე საქართველოს ეკონომიკური

განვითარების სამინისტრო

მინისტრის მოადგილე 25716.00 GEL

მარინა კვირიკაშვილი მე-2 სამშობიარო სახლი მიკროპედიატრი 9300.00 GEL

ზურაბ ალავიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასისტენტ პროფესორი 3106.00 GEL.

ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....