ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: შვილმა დედ-მამას ნაჯახით კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა

მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი , რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა და ჰალუცინაციები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს – 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა კი სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ფსიქიურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

იტვირთბა....