ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ოქრუაშვილის ადვოკატმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავის საგანი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი მართებს. ოქრუაშვილი ხალვაშისგან საურავების ჩათვლით 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს.
“სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს, ჯამურად 13 მილიონი დოლარი. ამავე დროს მოთხოვნა გახლავთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კერძოდ უძრავ ქონებაზე ყადაღების დადება. სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა,”- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ლევან ალაფიშვილი.