პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ პროცესის ჩანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.
„მე თვითონ ვისურვებდი, რომ არჩევნებიდან ასე სწრაფად არ ყოფილიყო სასამართლო, რადგან მასთან ბევრი ემოციური დამოკიდებულება და ღელვაა დაკავშირებული. ამიტომ ვისურვებდი, რომ სასამართლოს სხდომა ასე მალე არ ჩანიშნულიყო, მაშინ, როცა ჩვენ ვართ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში, თუმცა, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ნიშნავს სხდომას და იღებს გადაწყვეტილებებს. ეს მთლიანად სასამართლოს უფლებამოსილებაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვიცე-სპიკერმა განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.