მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარის პოსტზე პარტიის აღმასრულებელ მდივანი ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის უხუცესმა წევრმა რევაზ არველაძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, აცხადებდა თუ არა თანხმობას პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტის დაკავებაზე, რაზეც კობახიძემ დადებითი პასუხი გასცა. კენჭისყრის შედეგებით კი საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა.
კობახიძე დეპუტატების წინაშე სიტყვით წარსდგა და მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებისთვის.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომი განვითარებისთვის, განუხრელად დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ვინ არის მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. გთავაზობთ მის ბიოგრაფიას:
დაბადების თარიღი: 25.09.1978
განათლება:
2002-2006 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სამართლის დოქტორი (Dr. iur.)
2002-2005 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სამართლის მაგისტრი (LL.M.) – უმაღლესი შეფასებით
1995-2000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით – წარჩინებით
სამუშაო გამოცდილება – აკადემიური დაწესებულებები:
08.2014 – დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა
ასოცირებული პროფესორი
09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი
მოწვეული ლექტორი
02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ორგანიზაციები
01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი
11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში
10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში
ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში
01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი
01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი
06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი
ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში
06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd
საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში
პოლიტიკური გამოცდილება
01.2015-დან მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი
უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული