ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა

ამ წუთებში ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომა მიმდინარეობს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს.

„პატივცემულო დეპუტატებო გილოცავთ გამარჯვებას 216 წლის საპარლამენტო არჩევნებში და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც მე-9 პარლამენტის არჩევით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წარუძღვება.

პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი, დეპუტატები პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ვიცე-სპიკერებს დაამტკიცებენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

იტვირთბა....