ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აფეთქება ქორწილში: 21 ადამიანი ადგილზე დაიღუპა

ერაყში ქორწილში აფეთქება მოხდა, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას გამოცემა Almada Press ავრცელებს.

აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

BBC-ის ინფორმაციით, საქორწილო ცერემონიალის დროს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მიმდინარე წლის ივლისშიც, ბაღდადის სავაჭრო რაიონში, რომელიც ძირითადად შიიტური მუსლიმებითაა დასახლებული, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, Reuters ერაყის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა 250 ადამიანამდე გაიზარდა.

იტვირთბა....