ახალი ამბები მთავარი სამართალი

კასპში შეშით დატვირთული მანქანა დაგორდა: მამაკაცი გარდაიცვალა

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში შეშით დატვირთული სატვირთო მანქანა დაგორდა და ხეს დაეჯახა. შედეგად 30 წლამდე მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა მისი გადარჩენა კასპის საავადმყოფოს ექიმებმა ვერ მოახერხეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....