დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” მომავლისთვის, რადგან ისიც არაფრის გამკეთებელია, – ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ჩართვისას ისაუბრა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძე ”ნაცმოძრაობის” დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში და თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა მძლავრი ძალაუფლება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო კონცენტრირებული, ეს იყო პარლამენტი.
”იმიტომ, რომ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა ქვეყანაში, მივედით იმ დამარცხებამდე, რაც 2012 წელს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იწვნია”, – აღნიშნა ვაშაძემ.