საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს უმასპინძლა:
„ამ კედლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართულა ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა პრაქტიკულად უნიკალურია, ვინაიდან დღეს პარლამენტში იმართება ღონისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად. დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თითეული ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვეკუთვნით, ვართ გამარჯვებული თუ დამარცხებული ამ კონკრეტულ არჩევნებში, ვემსახურებით ჩვენს საერთო სამშობლოს. სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცეთ იმედი, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ჰყავდა ხელისუფლება, ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას, უზრუნველყოფს შემდეგი არჩევნების ჩატარდებას და ასე გაგრძელდება. ჩვენ აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტი ისეთივე მრავალპარტიული და ჭრელი იყო, როგორიც ქართული საზოგადოებაა.