მოძრაობა „თეთრი ხმაური“ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ისინი, მათი აქტივისტების დაკავებისა და ჩხრეკის ფაქტებს გააპროტესტებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეცვალოს ნარკოპოლიტიკა.
მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი და მისი 5 მეგობარი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სამართლებრივ დავასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის აეროპორტში გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჯერ ადგილზე გაჩხრიკეს, შემდეგ კი ნარკოტიკის აღმოსაჩენად საავადმყოფოში ტომოგრაფია გადაუღეს.