შსს-მ თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).