ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილი ჩიბათის სკოლას ასწლოვანი ჭადრის სანახავად სტუმრობდა

ბიძინა ივანიშვილი გუშინ ჩიბათის სკოლას ასწლოვანი ჭადრის სანახავა სტუმრობდა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლანჩხუთს სტუმრობდა.

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, მისი სტუმრობის მიზანი, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სკოლის ეზოში მდებარე ასწლოვანი ჭადრის ხე იყო.

როგორც ჩიბათელები “გურიის მოამბესთან” აცხადებენ, ივანიშვილი სოფელში გუშინ, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ათავილიერებდა მიმდებარე ტერიტორიას.

“მანქანით მოვიდა, ეზოში დიდხანს უტრიალეს ჭადრის ხეს, მერე მდინარეს გადახედა, რომელიც გვერდით ჩაუდის სკოლას და უკან გაბრუნდნენ. ძალიან გვინდოდა ახლოს მისვლა, მაგრამ საშუალება არ მოგვეცა.”- გვეუბნებიან თვითმხილველები.

აღნიშნულზე “გურიის მოამბე” ჩიბათის სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, გუშინ მას სკოლის ეზოში ექსპრემიერი არ უნახავს, რადან არასამუშაო დღე იყო და სახლში ადრე წავიდა, თუმცა ის, რომ ივანიშვილი ჩიბათში იმყოფებოდა, სოფელში ამაზე საუბარი მოისმინა.

“პირადად მე მაგ დროისთვის სკოლაში არ ვიყავი. ოლიმპიადა ტარდებოდა და 2 საათისთვის წამოვედი სკოლიდან. რამდენიმემ თქვა, რომ ბატნი ბიძინა იმყოფებოდა სოფელში. თუმცა, ცოტა უცნაურად მეჩვენება მოსულიყო სკოლის ეზოში, ხის სანახავად. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”-გვითხრა იმნაიშვილმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება, თუ სკოლის ეზოდან ყოფილი პრემიერი ასწლოვანი ჭადრის გადარგვას მოითხოვს, გვპასუხობს, რომ ჭადრის ხე სკოლის ეზოშია,ის სკოლას და ბავშვებს ეკუთვნით და სხვა გადაწყვეტილების თაობაზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

www.guriismoambe.ge

იტვირთბა....