ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

“ქართველებმა ესპანეთში 2 700-ზე მეტი ბინა გაძარცვეს”: ვინ არის მთავარი ეჭვმიტანილი

 

Deutsche Welle-ს რუსულენოვანი ბიურო ესპანეთში ქართველი კრიმინალების საქმიანობის შესახებ წერს.

DW ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მადრიდში ბინების ძარცვის 60 % ზვიად დარსაძის დაჯგუფების წევრი ქართველი კრიმინალებზე მოდის. კერძოდ, 2016 წლის მესამე კვარტალში ქართველებმა ესპანეთის დედაქალაქში 2700-ზე მეტი ბინა გაძარცვეს.

გამოცემის ცნობით, ქართული დაჯგუფება სახლებს ძირითადად შაბათ-კვირას ძარცვავდა. ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებს ბინიდან საათები, ძვირფასეულობა და ფული მიჰქონდათ.

როგორც DW საუბრისას ესპანეთის შსს-ს წარმომადგენელი მიხელ ანხელ კარანსა ამბობს, ქართველი მძარცველები თამამად და პროფესიონალურად მოქმედებენ.

ესპანეთის შსს მონაცემებით, მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ერთდროულად იმყოფება დაახლოებით 50 ქართველი კრიმინალი. ისინი ესპანეთში ტურისტული სამთვიანი ვიზის მოქმედების განმავლობაში რჩებიან, რის შემდეგაც მათ სხვა ჯგუფი ცვლის.

ესპანეთის შსს მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის შემქმნელი და ხელმძღვანელია ქუთაისში დაბადებული, 44 წლის ზვიად დარსაძე. 2015 წელს ის დააპატიმრეს და დღემდე მადრიდის ციხეში იმყოფება. თუმცა, ესპანელი სამართლდამცველები აცახდებენ, რომ დარსაძის დაკავებას ქართველი კრიმინალების აქტიურობის შემცირება არ მოჰყოლია.

იტვირთბა....