აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ” – Reuters

რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი დეპუტატები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წევრებსა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიაჩესლავ ნიკონოვი ხელმძღვანელობს, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილია.

ვიზიტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრის, ანა პაულინა ლუნას ინიციატივით ხორციელდება, რომელმაც ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან რუსი დეპუტატების ვიზიტის ნებართვა მიიღო.

იტვირთბა....