აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.
ობამას თქმით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყანამ NATO-სთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება განაგრძოს.
“პრეზიდენტმა ჩემთან საუბარში ინტერესი გამოხატა ჩვენი სტრატეგიული ინტერესების მხარადჭერასთან დაკავშირებით. მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლის დასახელებაც შემიძლია, ალიანსისადმი ერთგულებაა”.- განაცხადა ობამამ.