ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ის მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....