ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურასთან ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პროკურატურასთან ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ამოქმედება მოითხოვეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომლშიც ასახულია თუ როგორ სცემს მოქალაქე უპატრონო ძაღლს.

აქციის ორგანიზატორები იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ცხოველებს ფიზიკურად უსწორდებიან და პროკურატურას თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიებას სთხოვენ.

იტვირთბა....