aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი ლარის კურსზე: “ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა სწორედ ის, რაც ხდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად”- ასე შეაფასა ლარის კურსის ცვლილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილება ქვეყანაში იმპორტის ზრდამ გამოიწვია. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მდგომარეობის დარეგულირების მიზნით სპეციალისტები მუშაობენ და იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება გამოსწორდება. ლარის გასამყარებლად პრემიერი გარკვეულ რეგულაციებზეც საუბრობს, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა, სწორედ ის რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება. რამდენიმე დღეში გვექნება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ახალი ნაბიჯების გახმოვანება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყნაში პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მათ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით კომენტარზე ამჯერადაც უარი განაცხადეს.

იტვირთბა....