aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საღამოს 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს აღავლენს.

100 ათასი ქართველი 1227 წელს თბილისში ხვარაზმელთაგან ეწამა. ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. მისი ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ შეასრულებდა, სიკვდილი ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს

იტვირთბა....