ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურიაში მშობიარობისას ჩვილი გარდაიცვალა: ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

რა გახდა გურიაში ჩვილის გარდაცვალების მიზეზი – 23 წლის ნათია ჟორჟოლიანის ოჯახი ოზურგეთის “მედ-ალფას კლინიკის” სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო.

ჟორჟოლიანების მტკიცებით, მორიგე ქირურგმა მათ დაუდასტურა, რომ ოპერაცია 10 წუთით ადრე რომ დაწყებულიყო, ბავშვი გადარჩებოდა. ისინი მომხდარში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და მათ დაუდევრობაზე საუბრობენ.

ნათია ჟორჟოლიანის ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

იტვირთბა....