ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა განიხილეს “ქართული ოცნების” ოფისში დღევანდელ შეხვედრაზე

დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, შეხვედრაზე ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.  მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საკადრო საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

“ძალიან დიდი ვარაუდით, მე მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ პოსტზე ამას პრემიერი განსაზღვრავს”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი  აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედარზე კანდიდატების შერჩევაზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

იტვირთბა....