ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობა დიღომში: მარკეტთან პოლიციაა მობილიზებული

ყაჩაღობა მოხდა დიღმის მასივში. შსს-ს ინფორმაციით, დაყაჩაღებულია  „მარი მარკეტი“. უწყების ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით  უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.

იტვირთბა....