ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. დანაღმული ავტომობილი დიპლომატიური მისიის შენობის კედელს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა,  120 კი დაიჭრა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

თავდასხმაზე პასუხისმეგლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო. თალიბი-მებრძოლების თქმით, აფეთქება იყო პასუხი, ყუნდუზის პროვინციაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე, რომელსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ.

 

იტვირთბა....