ნაძალადევსა და დიდუბის რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 450 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.
ახლად შეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის ძირითადი ნაწილის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამოდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, დღეს, 11 ნოემბერს დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 12 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
თემქის IV, IX, X და Xა კვარტლებს, თემქის XI მ/რ-ის I კვარტალს, თემქის I მ/რ-ს N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 33 კორპუსებს, ურეკის, ხევძმარის, შატილის, ირემაშვილის, საჩხერის, სადმელის, ველისციხის, კაკაბაძის, ცოდნისკარის, ტყიბულის, ხვანჭკარის, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, წყალსადენის, არბოს, ჭოპორტის, ლიახვის, ველისციხის, კაკაბაძის, გარიშვილების, პ.გამყრელიძის, ფეიქრების, ერწოს, ქსნის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, იფნის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, გოგაშენის, არალეთის, ბჟოლეთის, დვირის, მოლითის, ახალდაბის, ზიგზაგის, გვაზაურის, თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, ნინუას, ჭყონდიდელის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, წიწამურის, ბაგინეთის, ხვინგიას, ნათაძის, იმერეთის, ბენდელიანის, ცისარტყელას, ხრესილის, გიორგი სააკაძის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, ცინცაძის, სანერგის, ნიკო მარის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, მანჯგალაძის, ახალქალაქის, კავთისხევის, საყვირის, დეპოს, მეჯვრისხევის, ჯანელიძის, წიკლაურის, გომარეთის, გომბორის, საჭილაოს, გულრიფშის, ურიდიას, ცქიტიშვილის, მიქატაძის, ლიკანის, ვ. თამარაშვილის (ლოტკინის), სურგულაძის, რკინიგზის, ჩაქვის ქუჩებს, ცოტნე დადიანის II მ/რ, სანზონის დასახლების N1, 2, 7, 8, 9, 10, 24, 25, 26, 27 კორპუსებს.
დიდუბის რაიონში:
დიღმის მასივს და წერეთლის გამზირს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება.
წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორგანიზაციებს და მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწოდებს.
დამატებით ინფორმაციას კომპანია, სამუშაოების წარმოების ადგილიდან, ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გაავრცელებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.