ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ვადით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

https://www.youtube.com/watch?v=FaCYz940Gco

იტვირთბა....