თეთრ სახლში ბარაქ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. როგორც დაგეგმილი იყო, შეხვედრა 15 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მან საათნახევარი გასტანა.
ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისა და არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შედგა, რომლის დასრულების შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამამ ტრამპს განუცხადა: „ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება“
მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრას ამერიკაში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამამ გუშინ ფოტოს გადაღების ცერემონია გადადო, რომელიც თეთრი სახლის ეზოში იმართება ხოლმე. ვიდრე პრეზიდენტები საუბრობდნენ, პირველმა ლედიმ მომავალ პირველ ლედის თეთრი სახლი დაათვალიერებინა.