ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ფრთხილად უნდა ვიყოთ“: სააკაშვილი ამბობს, რომ ტრამპი მისი 20 წლის მეგობარია

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ორგანიზებულად ისე როგორც არასდროს“ – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების წინასწარ შედეგებს, სადაც „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი ლიდერობს. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ტრამპთან ერთადაა გამოსახული.

„20 წელზე მეტია, რაც მას ვიცნობ, ვმეგობრობთ. სადღაც, ამას ვვარაუდობდი. ძლიერი პიროვნება, არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ორგანიზებულად ისე, როგორც არასდროს“ – წერს სააკაშვილი facebook-ზე.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

 

იტვირთბა....