ცნობილი ასტროლოგი და პოლიტოლოგი მიხეილ ცაგარელი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, რომ საქმე კულისებიდან აკეთოს. მისივე თქმით, ივანიშვილის კრედო სწორედ კულისები და ქველმოქმედებაა.
„ბიძინა ივანიშვილის კრედო კულისები და ქველმოქმედებაა, ავადმყოფობისა და შიმშილისგან ბევრი ადამიანი იხსნა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის აღმშენებლობით საქმიანობაზე. საქართველოს ცხოვრებაში მისი როლი ბოლომდე ვერ გავიაზრეთ. მაგრამ ხალხს დაშორებულია, არ იცის, რა მოსაზრება აქვთ მის მიმართ, მე კი ხალხში ვტრიალებ და ზუსტად ვიცი. ივანიშვილის ავტორიტეტს ვუფრთხილდები და ვურჩევ, თავისი საქმე ისევ კულისებიდან აკეთოს. კარგია, რომ დამიჯერა და ჟურნალისტის ამპლუა არ მოირგო.საკადრო პოლიტიკაში შეცდომები რომ აღარ დაუშვას, პოლიტოლოგია უნდა შეისწავლოს,“ – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
newspress.ge

