ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რულოვსი მანდატზე უარს ამბობს: რა მიზეზით არ შედის პარლამენტში ექს-პრეზიდენტის მეუღლე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ რულოვსმა ცენტრალურ სარჩევნო კომისიას მიმართა.
რულოვსმა ცესკოსგან დეპუტატობის შეჩერება მოითხოვა. სანდრა ელისაბედ რულოვსი ”ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის მეორე ნომერია.

რულოვსის შემცვლელი პარლამენტში, სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი იქნება.
ღვინიაშვილი პარტიის პროპორციული სიის რიგით 28-ე წევრია, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი პარლამენტში 27 მანდატი ექნება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხდებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რულოვსმა დამოუკიდებლად მიიღო და იგი არანაირად არ უკავშირდება ბოლო დროს პარტიაში მომხდარ დაპირისპირებებს. რულოვსის ასეთ გადაწყვეტილებას, “ნაცმოძრაობაში” მის მაჟორიტარულ ოლქში მომხდარი უსამართლობით და შეურაცხყოფებით ხსნიან.

იტვირთბა....