აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან ვაჭრობას შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ „ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტონ“.

„ესპანეთი ნატო-ში საშინელი პარტნიორია. ისინი არ მონაწილეობენ, ისინი თანხებს არ იხდიან. ესპანეთთან საქმის დაჭერა არ მსურს. გთხოვთ, შეწყვიტეთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა ესპანეთთან, მათ შორის ვიზიტებიც. ჩვენ არაფერი გვინდა. ნახავთ, როგორ დაბრუნებიდან სირბილით უკან“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ნატო-თი იმედგაცრუებულია.

„ნატო კარგად არ გვეპყრობა. ჩვენ ბევრ ფულს ვხარჯავთ, რათა ეს ქვეყნები რუსეთისგან დავიცვათ. სანაცვლოდ კი არაფერს ვიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....