ბათუმში, რესტორან “ვოქსის” მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, ტაქსით გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 117-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც.