ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: 4 რაიონი თბილისში, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

 

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, საბურთალოს, დიდუბის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და კაბელების გამოკვლევას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სააკაძის, მანჯგალაძის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქართველიშვილის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ქსოვრელის, ლომთათიძის, ქართლის, დაისის, კნოლევის, თმოგვის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი

იტვირთბა....