სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუ-არკში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
სამართალდამცველებმა ერთი ცხედარი და 5 დაშავებული საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, მოგვიანებით ორი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ABC News -ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 და 11 წლის ბავშვებიც არიან. ყველა მათგანს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. სამართალდამცავები 26 წლის ეჭვმიტალის ეძებენ.