ახალი ამბები მთავარი

დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

GWP ცნობით, დაზიანებაა გლდანის ხევის ქუჩაზე, რის გამოც გუშინ, 23:00 საათზე წყლის მიწოდება შეუწყდა ნაძალადევის რაიონის ნაწილს – გმირ კურსანტთა, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის, გროზნოს, პალიასტომის, კიკვიძის, როსტოვის, მიჩურინის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ერისთავის, ჩარგლის, გვაზაურის ქუჩებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგება დღეს, 09:00 საათზე უნდა აღედგინათ, თუმცა გადაიწია 18:00 საათამდე.

შეზღუდვა იყო ჩუღურეთის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ქუჩებზეც, თუმცა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ამ უბნებს დღეს 09:00 საათიდან წყალი მიეწოდებათ.

 

იტვირთბა....