ახალი ამბები მთავარი

დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებაა კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, რის გამოც წყლის მიწოდება 11:30-დან 20:00 საათამდე შეუწყდებათ კრწანისის ქუჩის N1-დან N49-მდე, aseve, N4-დან N58-მდე მაცხოვრებლებს. შეზღყუდვა შეეხება  გულუასა და გულიას ქუჩებს, ასევე, გორგასლის ქუჩას N29-დან N115-მდე, 1,2,3 ხეივანს და დიდი ხეივნის ქუჩას. დაბალი წნევით მიეწოდება წყალი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას.

დაზიანებაა ისნის რაიონშიც, დიდგორის ქუჩის N16 თან ქსელზე. ციხისძირის, დიდგორის და სამრეწველოს 1 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდათ გუშინ, 4 ნოემბერს და აღდგენის დრო გადაიწია დღეს 16:00-მდე.

GWP-ის ინფორმაციით, ასევე, მეორე დღეა წყალი არ მიეწოდება დიღმის მასივის მე-2 კვარტალს. კომპანია ამის მიზეზად დიდუბის რაიონში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანებას ასახელებს და წყალმომარაგების აღდგენას დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე გეგმავს.

სამგორის რაიონში, ორხევში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 4 ნოებრის 16:20-დან წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვარკეთილის მეურნეობას, თვალჭრელიძის ქუჩას, ორხევის დასახლებას (აბზიანიძის, მუხაძის, გოკიელის, წუწუნავას, კაკაბაძის, დავიტაშვილის, ჩანტლაძის, მსენებლის ქუჩებს), თეთრი ხევის, წყალმსენის, აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებს და დავითაშვილის, ქებურიას, ხვედელიანის ქუჩებს. დამატებით წყალი შეუწყდა სოფელ დიდი ლილოს, საქნავთის, ლილოს, ლოჭინოს, ჭირნახულის დასახლებებს, ასევე, კახეთის გზატკეცილს იუმაშევის ქუჩიდან კასტელამდე, სადგურ ლილოს მიმდებარედ დასახლებას, ლილოს ბაზრობას, ,”კასტელს”, სოფელ ნასაგურს, წინუბანს და სოფელ გამარჯვებას. დასახელებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების აღდგენის დრო იყო 5 ნოემბრის 09:00 საათი, თუმცა, გადაიწია 13:00 საათამდე.

 

იტვირთბა....