გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 3 ნოემბრიდან გამოიდარებს:
“3 ნოემბერს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და კვირის დანარჩენ დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18°-მდე მოიმატებს”,– აცხადებენ სინოპტიკოსები.