ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი გრაფიკი: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანია  „თელასში“ აცხადებენ, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), გალაქტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის, მაყაშვილის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.

შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....