“რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ფეისბუქის“ მეგობრების სიიდან წაშალა:
„რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24 წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა.
ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს“, – წერს საყვარელიძე.
დავით უსუფაშვილის შემდეგ, ფრიდონ საყვარელიძესთან ერთად „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების გადაწყვეტილება პაატა ზაქარეიშვილმაც მიიღო.