ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“რამდენიმე წელიწადში საზოგადოებისთვის საშიშ სადისტებად ჩამოყალიბდებიან”: შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც მოხუც ქალბატონს სავარაუდოდ შვილიშვილები კისტის თოფს ესვრიან, შსს-მ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო.

მუხლი მალევე გადაკვალიფიცირდა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ვიდეო “ფეისბუქზე” პაატა ქოურდაძემ გაავრცელა ტექსტით:

“ამ უფასო სადიზმისთვის კანონის წინაშე უნდა აგებინო პასუხი. რადგან ესენი რამდენმე წელიწადში საზოგადოებისათვის საშიშ დიდ სადისტებად ჩამოყალიბდებიან. და მერე სხვებს მოუწყობენ “კარანტინს”…
თითქმის მრცხვენია ეს პირუტყვები ჩემს ენაზე რომ მეტყველებენ…
“მე ბებია ილიკო და ილარიონი” -ს კი არა “მექანიკური ფორთოხალის” სამშობლოდ ყალიბდება საქართველო”-წერს ქოურდაძე.

https://www.youtube.com/watch?v=j4MhS2uXdsE&app=desktop

 

იტვირთბა....