ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაკავებულია მერებაშვილის მამა იმედი შიუკაშვილი, რომელმაც სამართალდამცავებს მიაყენა შეურაცხყოფა”

ენმ აცხადებს, რომ  ნაცემია ალბერტ მერებაშვილი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას ევროპელი ახალგაზრდა მომავლისთვის. “ეს ადამიანი ცემეს გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ და მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა. ის ძალიან მძიმედ არის ნაცემი,“-აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის  თქმით, მერებაშვილმა თავად მოახდინა ,,ოცნების“ აქტივისტების პროვოცირება.

 

,,მოხდა ინციდენტი ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელი ,რომელიც არის კინგ ბოქსიორი და როგორც ჩანს არის ბასიშვილის ზონდერდაჯუფების წევრი, ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდის ყოფილი უფროსისი რევაზ შიუკაშვილის დისშვილი, რა ტიპის ადმიანებთან გვაქვს საქმე ეს ყველაფერი წარმოაჩენს, მან დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი აქტივისტებისთვის, ამას მოჰყვა ორმხრივი ინციდენტი, პირველად ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა ალბერტ მერებაშვილი ამას მოჰყვა ორმხრივი ინციდენტი, რომლის დროსაც დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის ალბერტ მერებაშვილი, შემდეგ ადგილზე მივიდა მისი მამა იმედი შიუკაშვილი“- განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, დაკავებულია მერებაშვილის მამა იმედი შიუკაშვილი, რომელმაც სამართალდამცავებს მიაყენა შეურაცხყოფა .

იტვირთბა....