“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე, მეორე ტურის წინ ამომრჩეველს მიმართავს.
„განსხვავებით ბევრი არჩევნების მეორე ტურისგან, ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარები დაიკავებენ ადგილს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ერთპარტიული და ერთპარტიული მმართველობა 4 წლის განმავლობაში. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვეტილება, ებრძოლა მეორე ტურებში. ეს არის მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, მაგრამ არ ვაპირებთ, “ქართულ ოცნებას” 45 ადგილი ვაჩუქოთ. მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცავთ ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული, ერთპიროვნული მომავლისგან,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

